„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, ფოთში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა
„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, ფოთში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა

„კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, ფოთში ოთხი საბავშვო ბაღი დაიხურა.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, მაკა ზარანდიას განცხადებით, მე-2, მე-3, მე-12 და მე-13 ბაღში კოვიდინფექცია შვიდ მასწავლებელსა და შვიდ აღსაზრდელს დაუფიქსირდათ.

მისივე თქმით, ქალაქში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბაღების სრულად დახურვის საკითხი ჯერ არ განიხილება.

„ამ ეტაპისთვის, წერტილოვნად დაიხურა ოთხი საბავშვო ბაღი. დანარჩენი ბაღები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ფუნქციონირებას. რაც შეეხება, სკოლების მსგავსად, ბაღების დროებით დახურვას, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ჩვენ სისტემატიურად, ორ კვირაში ერთხელ გავდივართ კოვიდშემოწმებას. ბოლო გეგმური ტესტირება 12-13 აპრილს ჩატარდა. აღსაზრდელთა დასწრების რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა მაკა ზარანდიამ.