კოვაჩევიჩზე თავდასხმაში „რეალის“ ყოფილი მოთამაშეა ეჭვმიტანილი
კოვაჩევიჩზე თავდასხმაში „რეალის“ ყოფილი მოთამაშეა ეჭვმიტანილი
მადრიდის „რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რაულ ბრავო ეჭვმიტანილია „იუვენტუსის” ყოფილ ფეხბურთელზე დარკო კოვაჩევიჩზე თავდასხმაში, – წერს სერბული პრესა.
საბერძნეთის პოლიცია ამუშავებს ამგვარ ვერსიას, თუმცა საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია, რათა ესპანელს ბრალი წაუყენოს.
არსებობს ვარაუდი, რომ კოვაჩევიჩმა შესაძლოა, იცოდა ესპანეთში ბრავოს მიერ ჩაწყობილი თამაშების ორგანიზების შესახებ. ფეხბურთელები ადრე ერთად თამაშობდნენ „ოლიმპიაკოსში”.
გასული წლის მაისში ბრავო ჩაწყობილ თამაშებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ციხეში მოხვდა. დღეს ის თავდებით არის გათავისუფლებული.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმის შემდეგ, კოვაჩევიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სროლისას ჭრილობა არ მიუღია. სერბმა დაცემისას მუხლი და მაჯა დაიზიანა.
46 წლის კოვაჩევიჩი 1994-2004 წლებში თამაშობდა იუგოსლავიისა და სერბეთის ნაკრებებში. ის, აგრეთვე, ცნობილია „რეალ სოსიედადში” და „ლაციოში” თამაშით. „ოლიმპიაკოსში” ფორვარდი 2007-09 წლებში გამოდიოდა.