კოუტინიომ „ბარსაში“ იოჰან კრუიფის ნომერი მიიღო
კოუტინიომ „ბარსაში“ იოჰან კრუიფის ნომერი მიიღო

„ბარსელონას“ ახალწვეული ფილიპე კოუტინიო ახალ კლუბში მე-14 ნომერს მიიღებს, რომლითაც მისი კერპი იოჰან კრუიფი თამაშობდა, – იტყობინება Sky Sports-ი.

ამ ნომრის ამჟამინდელი მფლობელი ხავიერ მასკერანოა, თუმცა თითქმის გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი მალე ჩინეთში გაემგზავრება სათამაშოდ.

„ლივერპულში“ კოუტინიო მე-10 ნომრით თამაშობდა, რომელიც უკვე მრავალი წელია „ბარსელონაში“ ლიონელ მესის კუთვნილებაა.

ფილიპე კოუტინიოს პრეზენტაცია და კონტრაქტის გაფორმების ოფიციალური ცერემონია „კამპ ნოუზე“ გაიმართა.