კოუტინიო "ბარსელონაში" გადადის
კოუტინიო "ბარსელონაში" გადადის

“ლივერპულის” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს “ბარსელონაში” გადავა სათამაშოდ.

ინფორმაციას ამის შესახებ Sky Sports ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბრაზილიელმა უკვე განუცხადა ამის შესახებ თავის თანაგუნდელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზად არის 140 მილიონ ევროდ შეელიოს 25 წლის ნახევარმცველს.

2017 წლის ზაფხულში კატალონელებმა არა ერთხელ სცადეს კოუტინიოს შეძენა, მაგრამ მერსისაიდელებმა უარყვეს ყველა წინადადება.

ამ სეზონში კოუტინიომ “ლივერპულის” შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.