ინგლისში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. გულშემატკივრების ვერსიით, 2023-24 წლების საუკეთესო მოთამაშე გახდა ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი კოულ პალმერი.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა, მესამეზე გავიდა „არსენალის“ გარემარბი ბუკაიო საკა.
გასულ უქმეებზე პალმერი გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც მატჩის შესვენებამდე შეძლო პოკერის შესრულება. ეს მოხდა „ბრაიტონის“ წინააღმდეგ შეხვედრაში.
ამ მომენტისთვის პალმერის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში ექვსი გოლი და ხუთი შედეგიანი პასი მოდის.