კოტე მახარაძის სახელობის სამშვიდობო მატჩი სოფელ ერგნეთში
კოტე მახარაძის სახელობის სამშვიდობო მატჩი სოფელ ერგნეთში

სამშვიდობო ორგანიზაცია „ქართლი“ სოფელ ერგნეთში საერთაშორისო სამშვიდობო პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კოტე მახარაძის სახელობის საფეხბურთო მატჩი ერგნეთისა და ნიქოზის კლუბებს შორის. პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება.

ღონისძიებას უხელმძღვანელებს ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი. ასევე დაესწრებიან „დინამო თბილისის“ ვეტერანი ფეხბურთელები. დაწყების თარიღია 16 აგვისტო, 17:00 საათი, სოფელი ერგნეთი.