კოტე კემულარიას განცხადებით, ჩამოყალიბდა მოძრაობა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს დაეხმარება
კოტე კემულარიას განცხადებით, ჩამოყალიბდა მოძრაობა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულებსა და დაშავებულებს დაეხმარება

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას განცხადებით, მათ მიერ ჩამოყალიბდა „20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრები“, რომელსაც უერთდებიან ოპოზიციური პარტიები, იურისტები და სხვა მოქალაქეები.

როგორც კოტე კოემულარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოძრაობა 20-21 ივნისს დაკავებულებს დაიცავს და დაზარალებულებს სამართლებრივად უანგაროდ დაეხმარება.

„გუშინ მოვისმინეთ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ნდობა იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე 19 ახალგაზრდის მიმართ. ვერ მოიპოვა ნდობა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელიც გამოგონილი ბრალდებებით არის ​დაკავებული, ვერ მოიპოვა ნიკა მელიას მიმართ, რომელიც გამოკეტილია სახლში გამოგონილი ბრალდებით. პრაქტიკულად ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. საქმეს სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მე კოტე კემულარია ჩავუდგები სათავეში ამ მოძრაობას, რომელიც არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური. ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიაში გვაქვს კონსულტაციებს. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველა დასაცავად“, – განაცხადა კემულარიამ.