კოტე კემულარია - ოპოზიცია არის ერთიანი, არავითარი ქვეჯგუფები, ეს ყველაფერი გამოგონილია
კოტე კემულარია - ოპოზიცია არის ერთიანი, არავითარი ქვეჯგუფები, ეს ყველაფერი გამოგონილია

პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია ოთხი პარტიის შესაძლო ერთობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოგონილს უწოდებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია კვლავ ერთიანია.

„ოპოზიცია არის ერთიანი. არავითარი რაღაც ქვეჯგუფები, ეს ყველაფერი გამოგონილია. არავინ არ ადასტურებს ამას, არ გეთანხმებით. ჩვენ აქ ვიყავით ყველანი და ყველანი ვართ ერთ აზრზე, ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რადგან მონაწილე ვარ ამ ფორმატის, რომ ჩვენ ერთ აზრზე ვდგავართ“, – განაცხადა კოტე კუმულარიამ.

შეგახსნებთ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის პოლიტიკური კონსულტაციები შედგა. როგორც ბაქრაძე ამბობს, ეს პარტიებია: „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.