კოტ-დივუარის პრემიერ-მინისტრი ჰამედ ბაკაიოკო გარდაიცვალა
გერმანიაში კოტ-დივუარის პრემიერ-მინისტრი ჰამედ ბაკაიოკო გარდაიცვალა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ის ქვეყნის მთავრობის მეორე მეთაური გახდა, რომელიც ბოლო რვა თვის განმავლობაში გარდაიცვალა.
კოტ-დივუარის პრეზიდენტი ალასან უატარს ახლო მოკავშირე, 56 წლის ბაკიოკოს გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის ივლისში მისი წინამორბედის, ამადუ გონ კულიბალის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.