კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირები დააზიანა [ფოტო]
კოსტავას ქუჩაზე მანქანა ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელის მოაჯირები დააზიანა [ფოტო]

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, „რენოს“ მარკის ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და მიწისქვეშა გადასასვლელთან მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შეეჯახა.

მძღოლის განცხადებით, მას მარცხენა მხრიდან სხვა მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც შეეცადა, მიმართულება მარჯვნივ აეღო. მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი: სოფიო ჩიხლაძე