კოსტა რიკამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
კოსტა რიკას ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი წარმოადგინა. შემადგენლობაში 26 ფეხბურთელია:
მეკარეები – კეილორ ნავასი (პსჟ, საფრანგეთი), ესტებან ალვარადო (ერედიანო), პატრიკ სეკეირა (ლუგო, ესპანეთი);
მცველები – ფრანსისკო კალვო (ქონია, თურქეთი), ხუან პაბლო ვარგასი (მილიონარიოსი, კოლუმბია), კენდალ უოტსონი (საპრისა), ოსკარ დუარტე (ალ-ვეჰდა, საუდის არაბეთი), დანიელ ჩაკონი (კოლორადო რაპიდსი, აშშ), კეიშერ ფულერი (ერედიანო), კარლოს მარტინესი (სან კარლოსი), ბრაიან ოვიედო (რეალ სოლტ ლეიკი, აშშ), რონალდ მატარიტა (ცინცინატი);
ნახევარმცველები – იელცინ ტეხედა (ერედიანო), სელსო ბორხესი (ალახუელენსე), იოუსტინ სალასი (საპრისა), როან ვილსონი (მუნისიპალ გრესია), ხერსონ ტორესი (ერედიანო), დუგლას ლოპესი (ერედიანო), ჯუისონ ბენეტი (სანდერლენდი, ინგლისი), ალვარო სამორა (საპრისა), ანტონი ერნანდესი (პუნტარენასი), ბრენდონ აგილერა (ნოტინგემი, ინგლისი), ბრაიან რუისი (ალახუელენსე):
ფორვარდები – ხოელ კემპბელი (ლეონი, მექსიკა), ანტონი კონტრერასი (ერედიანო), ხოან ვენეგასი (ალახუელენსე).
კოსტა რიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე E ჯგუფში ითამაშებს გერმანიასთან, ესპანეთთან და იაპონიასთან.
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.