კოსოვოში სრულფასოვანი არმიის ფორმირებისთვის უსაფრთხოების ძალების გარდაქმნა წლის ბოლომდე დასრულდება
კოსოვო სრულფასოვანი არმიის ფორმირებისთვის უსაფრთხოების ძალების გარდაქმნას წლის ბოლომდე დაასრულებს. ამ განცხადებას პარლამენტის სპიკერი კადრი ვესელი აკეთებს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ საკითხს 18 ოქტომბერს განიხილავს.
შინაგან საქმეთა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა უსაფრთხოების ძალების ტრანსფორმირების შესახებ კანონპროექტი თვის დასაწყისში დაამტკიცეს.
კოსოვოს არმიის ფორმირების წინააღმდეგ ოფიციალური ბელგრადი გამოდის.