კოსოვოში სერბი პოლიტიკოსი მოკლეს
კოსოვოში სერბი პოლიტიკოსი მოკლეს

კოსოვოში სერბი პოლიტიკოსი მოკლეს. პარტია “თავისუფლება, დემოკრატია, სიმართლეს“ ლიდერი ოლოივერ ივანოვიჩი ქალაქ მიტროვიცაში პარტიის ოფისთან ახლოს მოკლეს.

ადვოკატების თქმით, პოლიტიკოსს ტყვია მოხვდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოლივერ ივანოვიჩი კოსოვოელი სერბების ლიდერი იყო. 2008 -2012 წლებში ის სერბეთის მთავრობაში კოსოვოს საქმეებზე მომუშავე მდივნის პოსტს იკავებდა.

2016 წელ ივანოვიჩს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მას 1999 წელს ალბანელების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულში დასდეს ბრალი. თავად ივანოვიჩი დანაშაულს უარყოფს. 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი გააუქმა და პოლიტიკოსის პროცესი ხელახალ დაიწყო.

როგორც ცნობილი გახდა, სერბი პოლიტიკოსის მკვლელობის შემდეგ, სერბეთის მთავრობის დელეგაციამ ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოს ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები დატოვა.