კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ აქვს კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული, ახალგაზრდები მხარს უკრაინას უჭერენ
კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ აქვს კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული, ახალგაზრდები მხარს უკრაინას უჭერენ

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დონიკა გერვალა-შვარცის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ აქვს კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული, ახალგაზრდები მხარს უკრაინას უჭერენ. ამის შესახებ მან „ასოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კოსოვოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი ქვეყანა მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა წააგოს უკრაინაში ომი, რათა არ მოხდეს კონფლიქტის ევროპაში გავრცელება.

გერვალა-შვარცი ასევე აღნიშნავს, რომ მისი პატარა ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა, მუდმივად არის როგორც სერბეთის, ისე მისი მოკავშირე რუსეთის აგრესიული ზრახვების ქვეშ.

„უკრაინას არ უღიარებია კოსოვოს რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო, თუმცა ჩვენ ვიცით, უკრაინა ახლა რას გადის. ჩვენ ვიცით, რომ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის არსებობს ერთადერთი გამოსავალი, რუსეთის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება ამ ომში. სხვა შემთხვევაში, ევროპა უნდა მოემზადოს კონტინენტზე სხვა კონფლიქტებისთვის“, – ამბობს დიპლომატი AP-სთან ინტერვიუში.