კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, იაკუპ კრასნიჩი დააკავეს
კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, იაკუპ კრასნიჩი დააკავეს

კოსოვოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, იაკუპ კრასნიჩი დააკავეს და ჰააგის საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაცია კოსოვოს საკითხზე შექმნილი სპეციალური პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დაპატიმრება განახორციელა სპეციალურმა პროკურატურამ (SPO), დადასტურებული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

დაპატიმრების ორდერი და გადაცემის ბრძანება კოსოვოს სპეციალისტთა პალატის წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ იქნა გამოცემული.

დაპატიმრების დროს, სპეციალურ პროკურატურას ოპერატიულად და ლოგისტიკურად უჭერდა მხარს ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია კოსოვოში მისი მანდატის და კოსოვოს კანონმდებლობის შესაბამისად. კოსოვოს პოლიციამ სპეციალურ პროკურატურას ოპერატიული დახმარება გაუწია.