კოსოვოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი მატჩისთვის მზად არის - საქართველოსთან ბერიძის თანაგუნდელი ითამაშებს #1TVSPORT
კოსოვოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი მატჩისთვის მზად არის - საქართველოსთან ბერიძის თანაგუნდელი ითამაშებს #1TVSPORT

კოსოვოს ნაკრებმა საქართველოსთან დაპირისპირებამდე ბოლო ვარჯიში გამართა პრიშტინას „ფადილ ვოკრიზე“, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში აუტსაიდერების დაპირისპირება 12 ოქტომბერს გაიმართება.

ნაკრების მწვრთნელმა, ბერნარდ შალანდიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ, მათ შორის გიორგი ბერიძის თანაგუნდელი, უნგრული „უიპეშტის“ მარჯვენა მცველი ლირიმ კასტრატი.

საქმე ისაა, რომ ლირიმ კასტრატიმ შვედეთის ნაკრებთან ბოლო მატჩში ტრავმის გამო გამოტოვა. ის მზად სათამაშოდ არ იყო, მაგრამ ახლა მომჯობინდა.

ლირიმ კასტრატი უკვე მზად არის, ყველაფერი კარგადაა და ის გუნდს დაეხმარება. მან კარგად ივარჯიშა და ტკივილი აღარ აწუხებს. რაც შეეხება შემტევი ფორმირებას, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მეტოქეს აგრესიულად ვეთამაშოთ“, – თქვა ბერნარდ შალანდმა.

კოსოვოს მხარესა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს, პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.