კოსოვოს ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
სერბეთის მოსაზღვრე კოსოვოს ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კოსოვოს პოლიციის განცხადებით, პოლიციის ქვედანაყოფები, თავდაცვის მიზნით, იძულებულნი გახდნენ, ცეცხლსასროლი იარაღით ეპასუხათ კრიმინალებისთვის, რომლებიც უკუაგდეს და გაურკვეველი მიმართულებით გააქციეს. პრიშტინის პოლიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის ოფისებზე, პოლიციის ოფიცრებსა და საარჩევნო ჩინოვნიკებზე თავდასხმისთვის, დაკავებულია ყოფილი პოლიციელი დეიან პანტიჩი.
კოსოვოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ავტომაგისტრალებზე ბარიკადების აღმართვისა და გზების გადაკეტვის ინსტრუქცია სერბეთის ხელისუფლებამ გასცა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს.
სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, ევროკავშირის მისიისა და ნატო-ს კონტინგენტის წარმომადგენლებთან კონფლიქტისგან თავი შეიკავონ.