სპორტის გულშემატკივართა უმრავლესობა მოუთმენლად ელოდა 2020 წლის დადგომას, რადგან ზაფხულში წინ ჰქონდათ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები.
მაგრამ დადგა თუ არა 2020 წელი, საშინელება დაიწყო. უკვე პირველ იანვარს კალათბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი შეძრა ახალმა ამბავმა – გარდაიცვალა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი კომისარი დევიდ სტერნი. ადამიანი, რომლის გარეშეც შეიძლება არც ყოფილიყო თანამედროვე NBA.
ამის შემდეგ, სამწუხაროდ, სპორტის სამყაროდან ერთი მეორეს მიყოლებით ვრცელდებოდა საშინელი ამბები. ნახეთ ქრონოლოგია:
1 იანვარი – გარდაიცვალა დევიდ სტერნი.
4 იანვარი – „გენგამის” ახალგაზრდა მოთამაშე ნატაელ იულანი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
6 იანვარი – ბულგარელი ფანი დაიღუპა პაოკ-ის ულტრასის თავდასხმის შემდეგ.
11 იანვარი – გერმანელი ფეხბურთელი ერიკ ბრიგიტი ავსტრალიაში ზვიგენებმა დაგლიჯეს.
17 იანვარი – გარდაიცვალა რესტლერი როკი ჯონსონი, დუეინ „კლდე” ჯონსონის მამა.
23 იანვარი – სამი ფრანგი ბიატლონისტის – ემილიან, ფლორან და ფაბიან კლოდის მამა – ჟილ კლოდი კანადაში თოვლზე სკუტერით სრიალისას უგზოუკვლოდ გაქრა. მისი გვამი მოგვიანებით იპოვნეს.
25 იანვარი – 39 წლის ასაკში გარდაიცვალა NBA-ის რამდენიმე კლუბის ყოფილი კალათბურთელი რობერტ არჩიბალდი, რომელიც 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე ბრიტანეთის გუნდში თამაშობდა.
26 იანვარი – ინგლისელი ფეხბურთელი ჯორდან სინოტი გატეხილი თავის ქალით იპოვნეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
26 იანვარი – ავიაკატასტროფაში დაიღუპა NBA-ის ლეგენდა კობი ბრაიანტი.
17 თებერვალი – გარდაიცვალა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე ჰარი გრეგი, რომელმაც მიუნხენის ავიაკატასტროფისას ბობი ჩარლტონი და გუნდის სხვა წევრები გადაარჩინა.
22 თებერვალი – მატჩის დროს ტრიბუნებზე გარდაიცვალა „პადერბორნის” ფეხბურთელის ნათესავი.
ამდენი სასიკვდილო შემთხვევის შემდეგ, გაჩნდა ახალი პრობლემა – კორონავირუსი…
* * *
2 აპრილისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულია მინიმუმ 178 სპორტსმენი ან ადამიანი, ვინც სპორტთან არის დაკავშირებული. ყველაზე მეტნი არიან – ესპანელები და იტალიელები.
დაინფიცირებულია – 178 (ესპანეთი – 34, იტალია – 29, ბრიტანეთი – 14, აშშ – 14, გერმანია – 9, თურქეთი – 8, რუსეთი – 7, ბრაზილია – 6, საფრანგეთი – 5, არგენტინა – 3, ჩინეთი – 3, ირანი – 2, პოლონეთი – 2, კორეა – 2, პორტუგალია – 2, ესტონეთი – 2, ავსტრალია – 1, დანია – 1, საბერძნეთი – 1, კოლუმბია – 1, სერბეთი – 1, გამბია – 1, შვედეთი – 1, ნორვეგია – 1, ფინეთი – 1, იაპონია – 1, პარაგვაი – 1, მექსიკა – 1, ბელგია – 1, უკრაინა – 1, კანადა – 1, სენეგალი – 1, უნგრეთი – 1, დანარჩენი ინფიცირებულების ეროვნება არ სახელდება).
სპორტის სახეობების მიხედვით: 110 – ფეხბურთი, 29 – კალათბურთი, 13 – ჰოკეი, 6 – ველოსპორტი, 3 – ფორმულა 1, 2 – კრივი, 2 – ჩოგბურთი, 2 – ცურვა, 1 – სათხილამურო რბოლა, 1 – ფიგურული ციგურაობა, 1 – ბიატლონი, 1 – მძლეოსნობა, 1 – ფრენბურთი; 1 – ხელბურთი, 1 – კიბერსპორტი, 1 – კანოე, 2 – სპორტული ჟურნალისტები.
გარდაიცვალა – 12 (5 – ესპანეთი, 2 – ირანი, 1 – პორტუგალია, 1 – იტალია, 1 – ნიდერლანდები, 1 – აშშ, 1 – ველოსპორტი). 8 – ფეხბურთი, 1 – კალათბურთი, 1 – ველოსპორტი, 2 – სპორტული ჟურნალისტები.
გამოჯანმრთელდა – 24.
* * *
* კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 27 თებერვალს, იტალიაში დაფიქსირდა. მაშინ გამოცხადდა, რომ ინფექცია უპოვნეს სერია C-ს მოთამაშეს.
* პირველად გარდაიცვალა 23 წლის ირანელი ქალი ფეხბურთელი ილჰამ შეიჰი. მისი სიკვდილის შესახებ ახალი ამბავი 28 თებერვალს გაჩნდა.
* „იუტას” ცენტრი რუდი გობერი პირველი დაინფიცირებული ფეხბურთელი გახდა NBA-ში. მისგან ინფექცია გადაედო თანაგუნდელ დონოვან მიტჩელს.
* 11 მარტს გამოცხადდა „იუვენტუსის” ფეხბურთელის დანიელე რუგანის დაინფიცირების შესახებ. 17 მარტს მას შეუერთდა თანაგუნდელი ბლეზ მატუიდი.
* 12 მარტს გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი აქვს „ლესტერის” სამ ფეხბურთელს. იმავე დღეს ცნობილი გახდა „სამპდორიას” ფორვარდის მანოლო გაბიადინის დაინფიცირების შესახებ.
* 13 მარტს ვირუსი აღმოაჩნდა „ჩელსის” შემტევს კალუმ ჰადსონ-ოდოის.
* 15 მარტს ვირუსმა მიაღწია „ვალენსიამდე”. ამ გუნდის წარმომადგენელთა 35 პროცენტია დაინფიცირებული. თავიდან ვირუსი შეეყარა ესეკილ გარაის, შემდეგ დანარჩენებს.
* 16 მარტს გარდაიცვალა ორი მწვრთნელი – ესპანეთიდან და ირანიდან. 17 მარტს გარდაიცვალა მასაჟისტი მარიო ვერისიმო, რომელიც „ფლამენგოს” მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟესუსის მეგობარი იყო. თავად ჟესუსსაც აღმოაჩნდა კორონავირუსი.
* 17 მარტს რეანიმაციაში მოხვდა „რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.
* 18 მარტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს „ბრუკლინ ნეტსის” ფორვარდს კევინ დურანტს და მის სამ თანაგუნდელს. „სამპდორიამ” გამოაცხადა, რომ კლუბში დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.
* 18 მარტს დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. „ოტავას” ჰოკეისტის გვარს ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.
* 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა ორი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი. იმავე დღეს კორონავირუსი დაუფიქსირდა „ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდს ჩარლზ ოსტინს.
* 21 მარტს კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა „მილანის” ტექნიკურ დირექტორს პაოლო მალდინისა და მის ვაჟს დანიელს. იგივე დიაგნოზი დაუსვას ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს მარუან ფელაინის, რომელიც ჩინეთის ლიგაში თამაშობს. იმავე დღეს, 76 წლის ასაკში COVID-19-ით გარდაიცვალა მადრიდის „რეალის” ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი.
* 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი შეეყარა „რეალის” კიდევ ერთ ყოფილ ჩემპიონს ფერნანდო მარტინ ალვარესს. 72 წლის ბიზნესმენი ოპერატიულად გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
* გარდაიცვალა „ესპანიოლის” ყოფილი მეკარე და მწვრთნელი ბენიტო ხოანეგი. ის 84 წლის იყო. მას კორონავირუსი ჰქონდა.
* 24 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა „გალათასარაის” მთავარ მწვრთნელს ფათიჰ თერიმს. სპეციალისტის თქმით, თავს კარგად გრძნობს.
* 25 მარტს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩოგბურთში. ვირუსი შეეყარა ბრაზილიელ ტიაგო სეიბუტ უაილდს.
* 26 მარტს გამოცხადდა, რომ ბრენდან მარინო პირველი კიბერსპორტსმენია, ვინც კორონავირუსით არის ავად.
* 27 მარტს ცნობილი გახდა ორი ლეტალური შემთხვევის შესახებ, რომელიც კორონავირუსით იყო პროვოცირებული: გარდაიცვალა ყოფილი იტალიელი ველომრბოლი დანილო ბაროცი და „ვიტესის” ყოფილი პრეზიდენტი კეს ბაკერი.
* 28 მარტს გაირკვა, რომ კორნავირუსი აქვს თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარეს რუშთუ რექბერს. 46 წლის ფეხბურთელი საავადმყოფოშია ექიმების მეთვალყურების ქვეშ. 31 მარტს დაიწერა, რომ თურქი კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება.
* 29 მარტს სენტ-ჯონსის უნივერსიტეტის გუნდის ყოფილი კალათბურთელი ლი გრინი COVID-19-ით გარდაიცვალა 49 წლის ასაკში.
* 31 მარტს დევისის თასზე აშშ-ის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პატრიკ მაკინროიმ თავის „ტვიტერში” დაწერა, რომ კორონავირუსით დაავადდა. ლეგენდარული ჯონ მაკინროის ძმამ დაამატა, რომ თავს კარგად გრძნობს.
* „რედ ბულის” ახალგაზრდული პროგრამის პილოტი, ესტონელი მარკო ასმერი კორონავირუსით არის ავად.
* ასევე 31 მარტს დაფიქსირდა მორიგი ლეტალური შემთხვევა – კორონავირუსმა იმსხვერპლა „მარსელის” ყოფილი პრეზიდენტი პაპე დიუფი. ის დაკარის საავადმყოფოში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
* 1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი შეეყარა 2016 წლის ოლიმპიადის პრიზიორი, უნგრელი მოცურავე ბოლგარკა კაპაში.
* ამავე დღეს დაავადდა ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის “კრუზეიროს” პრეზიდენტი ხოსე დალაი როშა.