კორონავირუსზე PCR ტესტირების ჩატარება კახეთშიც დაიწყება
კორონავირუსზე PCR ტესტირების ჩატარება კახეთშიც დაიწყება

კორონავირუსზე PCR ტესტირება კახეთის რეგიონის მაშტაბით, უახლოეს მომავალში დაიწყება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, განყოფილებას უკვე გადაეცა შესაბამისი აპარატი, რომელიც ადგენს, აქვს თუ არა მოქალაქეს კორონავირუსი. ამასთანავე, შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს იმ სპეციალისტებმა, რომლებიც კორონავირუსზე მოქალაქეებს კახეთის რეგიონში გამოიკვლევენ.

კორონავირუსზე კვლევის ლაბორატორია კახეთში არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირების რაოდენობა ფართოვდება და სამომავლოდ შესაძლოა, ავიდეთ 2000 და 3000 მოქალაქის ტესტირებაზე, საჭიროა ბევრი ლაბორატორია. ამჟამად კორონავირუსზე ტესტირებას 12 ლაბორატორია ატარებს. კახეთში ასეთი ლაბორატორია არ გვაქვს, თუმცა PCR ტესტირების ჩატარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ბაზაზე იგეგმება”, – აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.