კორონავირუსზე მესამე უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ანგელა მერკელი სახლიდან იმუშავებს
კორონავირუსზე ტესტირების მესამე უარყოფითი პასუხის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სახლიდან იმუშავებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის მოვალეობას სახლიდან შეასრულებს.
ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში მას შემდეგ იმყოფება, რაც ექიმს, რომელთანაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსის 63 929 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 563 ადამიანი შეეწირა, 6 294 კი უკვე განიკურნა.