კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური მობილური აპლიკაციების დანერგვაზე საქართველოც მუშაობს
კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური მობილური აპლიკაციების დანერგვაზე საქართველოც მუშაობს

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით, სპეციალური მობილური აპლიკაციების დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მან უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „სხვადასხვა ქვეყანაში დაინერგა აპლიკაციები ტელეფონებისთვის, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგან ზოგჯერ ეს აპლიკაცია მოქალაქეს აფრთხილებს, რომ იმყოფება შესაძლო ინფიცირებულ პირთან ახლოს. ხომ არ იგეგმება და ხომ არ მუშაობს სახელმწიფო მსგავსი აპლიკაციის დანერგვაზე საქართველოში“.

„იგეგმება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა, რათა დაინერგოს ჩვენთანაც “, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.