კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს დღეებში 3 000 საწოლი სრულ მზადყოფნაში იყოს
კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს დღეებში 3 000 საწოლი სრულ მზადყოფნაში იყოს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი, რათა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობა იყოს შესაძლებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში საშუალოდ 8 ათასი „პისიარ“ ტესტი კეთდება და უახლოეს პერიოდში აღნიშნული რიცხვი 10 ათასამდე გაიზრდება.

„როდესაც ვამბობთ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ, რთა ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია სრულად ეპიდემიის მართვაში, როგორც მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში, ასევე ჰოსპიტალური სისტემის მართვაში, ეპიდემიოლოგიური ან კლინიკური მიმართულებით, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმატში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, მარტიდან ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ დღეში დაახლოებით 200 ტესტის გაკეთებას.

დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ საშუალოდ 8 ათასი „პისიარ“ ტესტი კეთდება. ზუსტად, უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 ათასამდე, თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში ყველა პრევენციის მექანიზმი, „112“, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი, ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ უკვე არანაირი შეფერხება არ იქნება. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 ათასი საწოლი იმისთვის, რომ თუ კი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ“, – განაცხადა გახარიამ.