კორონავირუსის გამო, მოსკოვში დაგეგმილი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გადაიდო. ამ ინფორმაციას ევროპის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
კონტინენტის პირველობა რუსეთის დედაქალაქში 13-21 აპრილს უნდა ჩატარებულიყო.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ევროპირველობა 13-21 ივნისს ჩატარდება.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ, რუსეთი წითელ ზონაში არ არის. ამ ქვეყანაში დაავადების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.