იტალიის სერია C-ს მოთამაშე, რომლის ვინაობა არ სახელდება, პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, იტყობინება ესპანური გაზეთი „სპორტი“.
ინფორმაციის მიხედვით, ფეხბურთელი, რომელიც პროვინცია სიენაში ცხოვრობს, გასულ კვირას სამატჩო განაცხადში იმის გამო ვერ მოხვდა, რომ მაღალი სიცხე და ხველება აღენიშნებოდა. მოგვიანებით ექიმებმა მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა იტალიაში 23 თებერვალს დაფიქსირდა და მას შემდეგ ამ ქვეყანაში 453 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 12 გარდაიცვალა.