კორონავირუსით მექსიკური კლუბის 12 მოთამაშე დაავადდა
კორონავირუსით მექსიკური კლუბის 12 მოთამაშე დაავადდა

მექსიკურ საფეხბურთო კლუბ „სანტოს ლაგუნაში“ სამწუხარო მსოფლიო რეკორდი დამყარდა – კორონავირუსით გუნდის ერთდროულად 12 მოთამაშე დაავადდა. ინფიცირებული სპორტსმენები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს – იუწყება „ტვიტერ ინვიქტოს“ (Twitter Invictos).

მსგავსი ფაქტი ჯერ არსად მომხდარა, თუმცა კლუბის პრობლემები ამით რა დასრულებულა – გუნდის კიდევ ოთხი მოთამაშეზე გაჩნდა ეჭვი, რომ ისინიც ინფიცირებულები არიან. ამ ფაქტმა, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მექსიკის ჩემპიონატის განახლებას, რომელიც პანდემიის გამო ორ თვეზე მეტია შეჩერდა.

ფეხბურთელები იზოლაციაში იმყოფებიან და სხვა მოთამაშეებთან ამჟამად კონტაქტი არ აქვთ. მათ მდგომარეობას აკვირდებიან როგორც კლუბის ექიმები, ასევე ლიგის ოფიციალური წარმომადგენლები. მარტის ბოლოს ვირუსი მექსიკის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელს, ენრიკე ბონილა ბარუტიას დაუდგინეს.

მექსიკის ჩემპიონატი მარტში შეჩერდა . „სანტოს ლაგუნამ“ მიმდინარე გათამაშებაში გამართული 10 მატჩის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე იმყოფება.