კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი

კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევიდან 372 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, 21 ოქტომბრის მონაცემებით არსებულ „კოვიდ-19“-ის უახლეს სტატისტიკაზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით დადასტურებული გვაქვს 1 351 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი გახლავთ 337, ხოლო ჯამში 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 14 შემთხვევა გვაქვს, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს. დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია – 445, აჭარაში – 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული მიმდინარე შემთხვევა გვაქვს 11 033, 20 ოქტომბრის მდგომარეობით. მათ შორის: 3071 მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1 520 პირი, ხოლო აჭარაში – 637. მძიმე პაციენტი გვყავს 372 პირი, ხოლო თბილისში მკურნალობის კურსს აქედან გადის – 186, ხოლო აჭარაში – 75.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, აქედან თბილისში – 52 პირი , აჭარაში – 11. 1772 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, საიდანაც 1119 პირი არის აჭარაში, ხოლო 500 – თბილისში. 6 544 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე. ამ ეტაპზე, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4 462 ადამიანი, აქედან თბილისში – 1007, აჭარაში – 2 215.

6-20 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6 857 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში გვყავს 21 703 პირი, საიდანაც თბილისში 3 599 პირი იმყოფება, აჭარაში – 8 808, იმერეთში – 3 341. ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც 21 ოქტომბრის მდგომარეობით ასახავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.