კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 3 155 საავადმყოფოში მკურნალობს, 381 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 77 პირი
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 3 155 საავადმყოფოში მკურნალობს, 381 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 77 პირი

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 1 584, ხოლო აჭარაში 646, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ „კოვიდ-19“-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი. ​გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს სულ 9 401 პირს. სამწუხაროდ, 24 საათში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს გარდაცვალების სულ 178 შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ნული შემთხვევა. ამ ეტაპზე, 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 584, აჭარაში – 646“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ინფიცირებულთაგან 381-ის მდგომარეობა არის მძიმე, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79.

„აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12. 1 848 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1144 – აჭარაში, ხოლო 555 – თბილისში. 21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 7164 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 939, აჭარაში – 2 221. 6-21 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია სულ 7 285 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში – 9 254, იმერეთში – 3 479“, –  განაცხადა ბერდია სიჭინავამ.