კორონავირუსით ინფიცირებული სერბეთის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Beograd, 4. januara 2018. - Patrijarh srpski Irinej rekao je u intervjuu televiziji Hram da Srbija nikada ne moze da pokloni Kosovo i Metohiju, kao i da jos nije vreme za posetu pape Franje Srbiji. FOTO TANJUG/ TELEVIZIJA HRAM - DJAKON DRAGAN S. TANASIJEVIC/ bg
კოვიდინფიცირებული სერბეთის პატრიარქის, ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა.
„პატრიარქი მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს, ის ცოცხალია და უკეთ არის, ვიდრე 3-4 საათის წინ იყო, როდესაც ბევრმა მედიასაშუალება გაავრცელა ცნობა, რომ ის გარდაიცვალა. ექიმები მისი სიცოცხლისთვის ახლაც იბრძვიან. პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა სერბეთის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, სერბულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა. 90 წლის ირინეოსს „კოვიდ-19“ 5 ნოემბერს დაუდასტურდა.