კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო ენტონი ფაუჩი ნაწილობრივ კარანტინში გადადის
კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო ენტონი ფაუჩი ნაწილობრივ კარანტინში გადადის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ თეთრი სახლის თანამშრომლებთან კონტაქტის გამო ნაწილობრივ კარანტინში გადავა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ფაუჩის ინფიცირებულ პირთან მხოლოდ მცირე ხნით ჰქონდა კონტაქტი, მისი ინფიცირების რისკი დაბალია, თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაშ ფაუჩი ნაწილობრივ კარანტინში იქნება. ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორს უკვე ჩაუტარდა ტესტი „კოვიდ-19“-ზე და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, მისი ტესტირება მომდევნო ორი კირის განმავლობაში რეგულარულდ მოხდება.

ინფიცირებულ პირთან ჰქონდათ კონტაქტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, რობერტ რედფილდსა და საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისერს სტივენ ჰანს, რომლებიც მომდევნო ორი კვირა დისტანციურად იმუშავებენ.