კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გაუსწრო
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გაუსწრო

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით მექსიკამ იტალიას გაუსწრო.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსული ინფექცია 6 740 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 245 251 შემთხვევა გამოვლინდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევებით მექსიკა მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა. ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 654 ადამიანი ემსხვერპლა, კოროანვირუსული ინფექციით დაღუპული ადამიანების რიცხვმა კი 29 843-ს მიაღწია.

მექსიკის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის პარალელურად, შესაძლოა ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს.