კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა
კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან უმეტესობა ხანდაზმულია. თუმცა, გამყრელიძის თქმით, გარდაცვლილებს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა. გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური შეფასება. გამყრელიძის განმარტებით, პაციენტი კლინიკაში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, დღეს დილისთვის გარდაცვლილია 14 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში. არის ბათუმი, ქუთაისიც, თბილისიც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად არის ხანდაზმული, თუმცა, სამწუხაროდ, ერთი გვაქვს ახალგაზრდა ასაკი, 30 წლამდე. ვერ გეტყვით მიზეზებს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. კლინიცისტების მიერ განიხილება თითოეული შემთხვევა, ეს არ არის ღია ეთერში გასარჩევი საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი