კორონავირუსით ერთი პაციენტი თბილისის „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა

13:25, 11.10.2020

როგორც კლინიკის დირექტორმა, ლაშა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 90 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.

„მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, გულის უკმარისობა, დემენცია. პაციენტი გვიან ღამით გარდაიცვალა“,- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი