კორონავირუსით ერთი პაციენტი კახეთში გარდაიცვალა
კორონავირუსით ერთი პაციენტი კახეთში გარდაიცვალა

კორონავირუსით ერთი პაციენტი კახეთში გარდაიცვალა. 80 წლის მამაკაცი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ყვარლის „ევექსის“ კლინიკიდან გადაიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის გულის იშემიური დაავადება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კახეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 342-ს შეადგენს.