კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

მედდა, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, დღეს შესაძლოა, კლინიკიდან გაეწეროს.

მედდას გამოჯანმრთელების სტადია რამდენიმე დღის წინ დაეწყო. პირველი ტესტის შედეგი უარყოფითია, დღეს განმეორებითი კვლევის შედეგი გახდება ცნობილი და თუ მედდას კვლავ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, კლინიკას დღეს დატოვებს.

ის აჭარაში მეშვიდე გამოჯანმრთელებული იქნება. „მედალფაში“ ამჟამად კორონავირუსით 25 ინფიცირებულია.