კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 80 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 80 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 80 წლის ქალი სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.

ის რეანიმაციული განყოფილებიდან უკვე თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ორჯერადი ტესტირებით, აღნიშნულ პაციენტთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მიღებული.

„ქალბატონი, რომელიც არის 80 წლის, დღეს გადმოვა თერაპიის განყოფილებაში, ალბათ ხვალისთვის დატოვებს კლინიკას კორონავირუსის გარეშე. ორჯერადი ტესტირებით ამ ქალბატონთან არ დადასტურდა ინფექცია“ , – განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან სულ 67 პაციენტია განკურნებული, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 266-ს შეადგენს.

საქართველოში ვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა.