კორონავირუსისგან დაზარალებულ ჩოგბურთელებს ახლად შექმნილი ფინანსური ფონდი დაეხმარება
კორონავირუსისგან დაზარალებულ ჩოგბურთელებს ახლად შექმნილი ფინანსური ფონდი დაეხმარება

ATP, WTA, ITF და „დიდი სლემის“ ტურნირების ორგანიზატორები ამ კვირაში კორონავირუსისგან დაზარალებული ჩოგბურთელთათვის ფინანსური დახმარების ფონდის გახსნას გეგმავენ, – იტყობინება Associated press. ფონდის ფულადი მოცულობა ექვს მილიონ ევროზე მეტია, საიდანაც დაახლოებით 800 ჩოგბურთელს დაეხმარებიან. დახმარებას მამაკაცები და ქალები როგორც ერთეულ, ასევე წყვილთა თანრიგშიც მიიღებენ.

მოსალოდნელია, რომ თანხები მოთამაშეთა რეიტინგის მიხედვით გადანაწილდება. ფონდში შენატანებს საჩოგბურთო ორგანიზაციების გარდა, ამ სპორტში დიდი შემოსავლის მქონე მოთამაშეებიც განახორციელებენ. ფინანსური დახმარებას ATP და WTA გააკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე შეჩერებულია.