კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთში საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთში საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, კახეთში მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო.​ თერმოსკრინინგი უპირველესად მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან მყოფ ადამიანებს და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უტარდებათ.

​თერმოსკრინინგი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, მეორე ეტაპზე დაგეგმილია სახლებში ვიზიტი, სადაც თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.

თერმოსკრინინგს მუნიციპალიტეტებში მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები განახორციელებენ.

საყოველთაო თერმოსკრინინგი ეტაპობრივად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტსა და ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.