კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ისრაელში შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ისრაელში შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს

ისრაელში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა შეჩერდეს , უფრო მეტიც შესაძლოა, ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა  ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ისრაელში მკაცრი კარანტინი ორი თვის წინ დაწესდა. რადემენიმე დღის წინ კი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა.

„შოკში ვიყავი, როდესაც სავაჭრო ცენტრებში ხალხმრავლობა ვნახე“, – განაცხადა ჯანდაცვს მინისტრმა იული ენდელშტეინმა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 557-ით მაღალია გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით. ბოლო სამი დღეა ქვეყანაში ყოველდღიურად ვირუსის თითქმის 1 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის 355 980 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 864  პაციენტი გარდაიცვალა.