კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთში დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება
ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, რომან პრიმულამ გააკეთა.
რომან პრიმულას განცხადებით, შეზღუდვა შეეხება რესტორნებს, ისინი მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. ასევე, ღია სივრცეებში 100-ზე მეტი ადამიანის შეკრება, დახურულ სივრცეში კი, 50 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალება.
18 სექტემბერს ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური მაჩვენებელი პირველად გადასცდა 2 000-ს.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში ვირუსის 50 764 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 522 ადამიანი.