კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, მექსიკამ ბრიტანეთს გაუსწრო
კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, მექსიკამ ბრიტანეთს გაუსწრო

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით, მექსიკამ ბრიტანეთს გაუსწრო. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 688 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, მექსიკაში კორონავირუსული ინფექციით უკვე 46 688 ადამიანია დაღუპული.

ამ მონაცემებით, მექსიკა კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ბრიტანეთს გაუსწრო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსული ინფექციის 8 458 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მექსიკაში „კოვიდ-19“ უკვე 424 637 ადამიანს დაუდასტურდა. სამედიცინო ექსპერტების ვარაუდით, ინფიცირების რეალური რაოდენობა სავარაუდოდ ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია.

დატოვე კომენტარი