კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორია სპეციალური ხსნარით​ მოირეცხა
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორია სპეციალური ხსნარით​ მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება.

სპეციალური ხსნარით, ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორია და რუსთაველის ქუჩა მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ „ზუგდიდ დასუფთავებას ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღებს და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.

დატოვე კომენტარი