კორონავირუსის საფრთხის გამო, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება
კორონავირუსის საფრთხის გამო, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება

კორონავირუსის საფრთხის გამო, დღეიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხი გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა ტელეფონით განიხილეს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებითი შეჩერება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.