კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ირლანდიაში თეატრები, სათამაშო მოედნები, კლუბები და სპორტული დარბაზები იხურება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ირლანდიაში თეატრები, სათამაშო მოედნები, კლუბები და სპორტული დარბაზები იხურება

ირლანდიაში კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებით ზომებს იღებენ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირლანდიის რესპუბლიკაში დაიხურება თეატრები, სათამაშო მოედნები, კლუბები და სპორტული დარბაზები. ქუჩებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება. ამას პოლიცია გააკონტროლებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დატოვონ. აღნიშნული აკრძალვები ძალაში 19 აპრილამდე დარჩება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირლანდიაში კორონავირუსის 1 125 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია ექვსი ადამიანი.