კორონავირუსის პანდემიის გავლენა დედამიწაზე კოსმოსიდანაც ჩანს — ახალი თანამგზავრული ფოტოები
კორონავირუსის პანდემიის გავლენა დედამიწაზე კოსმოსიდანაც ჩანს — ახალი თანამგზავრული ფოტოები

ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული გლობალური ზომები იმდენად ძლიერია, რომ კოსმოსიდანაც ჩანს.

მაშინ, როდესაც ადამიანები მთელ მსოფლიოში სახლებში რჩებიან და იცავენ „სოციალურ დისტანცირებას“, დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა თანამგზავრებმა პლანეტის ერთ დროს ყველაზე ხალხმრავალ და ახლა უდაბნოსავით ცარიელ ადგილებს ფოტოები გადაუღეს.

კომპანია Maxar-ის თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს გლობალური პანდემიის შემაძრწუნებელი, მასშტაბური ეფექტები, რამაც ყველაზე ხალხმრავალი დასახლებებიც კი მოჩვენებათა ქალაქებად აქცია.

ფოტოებზე ასევე ჩანს მსოფლიო მასშტაბით უცბად გაჩენილი ახალი სტრუქტურებიც — დროებითი საავადმყოფოები COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალოდ.

ამ ფოტოზე ერთ-ერთ მათგანს, ჩინეთის ქალაქ უხანში ათ დღეში აშენებულ საავადმყოფოს ხედავთ.

ამ ფოტოებზე კი თქვენთვის ნაცნობ მრავალ სხვა ადგილს იპოვით, რომლებიც ადამიანთა გარეშე არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურება.