კორონავირუსის ინფიცირების მატების გამო, ფინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
FILE PHOTO: Finland's Prime Minister Sanna Marin arrives to attend a face-to-face EU summit amid the coronavirus disease (COVID-19) lockdown in Brussels, Belgium December 10, 2020. John Thys/Pool via REUTERS/File Photo
ფინეთის მთავრობამ კორონავირუსის ინფიცირების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობას რესტორნებისა და სკოლების დახურვის, რეგიონებს შორის მიმოსვლის შეზღუდვის და სხვა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, ახლა ყველას ქცევა განაპირობებს იმას, თუ როგორი გაზაფხული და ზაფხული იქნება ქვეყანაში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ფინეთში კორონავირუსის 58 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, პანდემიამ 742 ინფიცირებული პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ჰოსპიტალიზებული პაციენტის რაოდენობა 210-ს შეადგენს.