კორონავირუსის გავრცელების გამო „მსოფლიო რბენა“ გაუქმდა
კორონავირუსის გავრცელების გამო „მსოფლიო რბენა“ გაუქმდა

„რედ ბულ საქართველოს“ „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრადიციული მსოფლიო რბენა წელს, 3 მაისს, აღარ გაიმართება.

„დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მიმდინარე ეპიდემიური სიტუაციის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაუქმოთ 3 მაისს დაგეგმილი ცამეტივე რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით და ასევე, ორგანიზებული რბენა აპლიკაციით. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებამ არ დაგაზარალათ. თქვენ, თქვენს ოჯახსა და გარშემომყოფებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას.

ორგანიზაცია Wings for Life ეძებს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზებს და ცხადია, მონაწილეთა ჯანმრთელობა ჩვენთვის უპირველესია.

თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს. 3 მაისს შეგიძლიათ ირბინოთ აპლიკაციით, ინდივიდუალურად, ნებისმიერი ადგილიდან. ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე და ვისიამოვნოთ ფიზიკური აქტივობით.

რამდენიმე დღეში ელ.ფოსტით გამოგიგზავნით აპლიკაციით სირბილისა და თანხის უკან დაბრუნების დეტალებს. ასევე, განვაახლებთ ხშირად დასმულ შეკითხვებს ჩვენს ვებ-გვერდზე.

ჩვენი მისია უცვლელია: ვაგრძელებთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებას. მადლობას

გიხდით მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის. გაუფრთხილდით ერთმანეთს!

სიყვარულით, Wings for Life World Run-ის გუნდი“.