კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,35 პროცენტს შეადგენს

10:59, 31.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 7,35 პროცენტს შეადგენს, –  ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 7,62 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,78 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 196 შემთხვევა გამოვლინდა, 1 147 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

მსგავსი