კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,92 პროცენტს შეადგენს

11:04, 28.07.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,92 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 7,75 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,28 პროცენტი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 141 შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.

მსგავსი