კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,26 პროცენტს შეადგენს

10:53, 17.04.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,26 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,58 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,91 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი