კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.74 პროცენტს შეადგენს

10:52, 06.02.2021

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.74 პროცენტია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3.2%, ხოლო ბოლო 14 დღის – 4.2%.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 569 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ამასთან, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 21, გურია – 30, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მსგავსი